ვენდი’ს ვარკეთილი

„ელემენტ ფით-აუთმა“ ამერიკული რესტორნების საერთაშორისო ქსელის Wendy’s-ის კიდევ ერთი რესტორნის პროექტირება და მშენებლობა  განახორციელა წარმატებით. ობიექტი თბილისში, ვარკეთილში მდებარეობს და გამოირჩევა თანამედროვე არქიტექტურული და ინტერიერის დიზაინით.

პროექტი განხორციელდა შპს „ვ-ჯეო რესტორნების“ დაკვეთით, 2,000 კვ.მ ფართობზე. სამუშაოები შესრულდა შემჭიდროვებულ ვადებში, საერთაშორისო ბრენდის სტანდარტებისა და ტექნიკური სპეციფიკაციების სრული დაცვით, რაც მაღალი ხარისხისა და ოპერაციული ეფექტიანობის უზრუნველყოფას ისახავდა მიზნად.

Wendy’s მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული რესტორნების ქსელია, რომელიც 6,500-ზე მეტ ლიცენზირებულ რესტორანს აერთიანებს შეერთებულ შტატებსა და 27 სხვა ქვეყანაში.

2023 წელს დასრულებული პროექტი წარმოადგენს გლობალური ბრენდის მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაში განხორციელებული თანამედროვე კომერციული სივრცის წარმატებულ მაგალითს.