საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის ოფისი

"ელემენტ ფით-აუთის" სერვისები სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო სტანდარტებთან, რაც გულისხმობს ხარისხის მკაცრ კონტროლს, პროცესების სისტემურ მართვასა და გლობალური ბრენდების გაიდლაინების დაცვას. სწორედ ამ მიდგომის შედეგად, კომპანიის პორტფოლიოში წარმოდგენილია როგორც საერთაშორისო ბრენდები, ისე მასშტაბური ინსტიტუტები,  რომლებიც სივრცის დაგეგმვისა და შესრულების მაღალ სტანდარტს ითხოვენ.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტი გახდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის თბილისის ოფისის სარემონტო და საინჟინრო სამუშაოები.  2 300 კვ.მ. მოცულობის ობიექტი სრულად საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად დაიგეგმა და განხორციელდა.

მასშტაბური პროექტი 8 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. იგი მოიცავდა სრულ სარემონტო ციკლს - საინჟინრო სისტემების ინსტალაციაინტეგრაციიდან ინტერიერის ცალკეულ დეტალებამდე. შედეგის სახით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა მიიღო თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებული, კომფორტული და ფუნქციურად ოპტიმიზებული სამუშაო გარემო, რომელიც პასუხობს როგორც ოპერაციულ საჭიროებებს, ისე კორპორატიულ იმიჯს.