გირტეკას ოფისი

„ელემენტ ფით-აუთმა“  უმსხვილესი ევროპული ლოგისტიკური კომპანიის „გირტეკას“ თბილისის ოფისის სარემონტო სამუშაოები შეასრულა.

სერვისი მოიცავდა ინტერიერის სრულ რემონტსა და ტექნიკური სივრცეების მოწყობას. შპს „იბერკომპანი ჰოლდინგის“ დაკვეთით, პროექტი მკაცრი ვადებისა და ხარისხის კონტროლის პირობებში მიმდინარეობდა.

ოფისის მასშტაბი 1 700 კვ.მ.-ს შეადგენს. სივრცის გადანაწილება უზრუნველყოფს თანამედროვე სამუშაო გარემოს ფუნქციურობას, კომფორტსა და ბრენდის იდენტობის ეფექტურ გამოხატვას.

„გირტეკას“ ოფისის სარემონტო სამუშაოები “ელემენტ ფით-აუთის”  გუნდის პროფესიული მენეჯმენტითა და ტექნიკური კომპეტენციით  5 თვეში წარმატებით დასრულდა.

პროექტი  2024 წელს განხორციელდა.