ბორჯომის ოფისი

„ელემენტ ფით-აუთმა“  პირველი ქართული მინერალური წყლის „ბორჯომის“ ახალი საწარმოსა და ოფისის სარემონტო სამუშაოები შეასრულა. პროექტი წარმოადგენდა სტრატეგიულ მნიშვნელობის ობიექტს, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებისა და ხარისხის მკაცრი კონტროლის შესაბამისად განხორციელდა.

 სერვისი  მოიცავდა საინჟინრო სისტემების ინტეგრაციას და თანამედროვე ტექნოლოგიების შესაბამის ინსტალაციას. სამუშაო პროცესის თითოეული ეტაპი დაგეგმილი იყო მაღალი სიზუსტით, რათა საწარმოო ინფრასტრუქტურა სრულად შესაბამისობაში ყოფილიყო როგორც ოპერაციულ საჭიროებებთან, ისე საერთაშორისო რეგულაციებთან.

 ახალ, გაერთიანებულ ქარხანაში დასაქმებულია 600 ადგილობრივი თანამშრომელი, რაც პროექტს მნიშვნელოვან სოციალურ და ეკონომიკურ ეფექტს სძენს. საწარმოო პროცესი სრულად შეესაბამება ეროვნულ კანონმდებლობას და აკმაყოფილებს საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებს.

 ქარხანა აგებულია ენერგოეფექტურობაზე ორიენტირებული მასალებითა და მოწყობილობებით. წარმოების თითოეული ეტაპი ისეა ორგანიზებული, რომ გარემოზე ზემოქმედება მინიმუმამდე იყოს დაყვანილი -  ენერგიის მოხმარების ოპტიმიზაციიდან ნარჩენების მართვის სისტემებამდე.