ქენოფი by Hilton
„ელემენტ ფით-აუთი“, რომელიც საერთაშორისო ბრენდების სპეციფიკების ცოდნითა და მათი სტანდარტების წარმატებული იმპლემენტაციის გამოცდილებით გამოირჩევა, ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს. კომპანია სასტუმრო Canopy by Hilton-ის სარემონტო სამუშაოებსა და მექანიკური საინჟინრო სისტემების მოწყობას უზრუნველყოფს.
პროექტი ძველი თბილისის ისტორიულ ნაწილში, კოტე აფხაზის ქუჩაზე ხორციელდება. იგი სტუმრებს შესთავაზებს საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ, თუმცა ადგილობრივი კულტურული იდენტობით გამორჩეულ გამოცდილებას. სასტუმრო 114 ნომერს გააერთიანებს, ექნება ხუთი სართული, სახურავის ტერასა და ორი მიწისქვეშა სართული.
„ელემენტ ფით-აუთი“ სამუშაოებს 9, 200 კვ.მ. ტერიტორიაზე განახორციელებს. სასტუმროს ინფრასტრუქტურა მოიცავს საზოგადოებრივ და ბიზნეს სივრცეებს, მათ შორის, ბარს ღია სამზარეულოთი, ღვინის სადეგუსტაციო ზონას, ბიბლიოთეკას, შეხვედრებისა და საკონფერენციო დარბაზებს, სპორტულ სივრცეებს, ღია ტერასებს, ადმინისტრაციულ ბლოკებსა და ფართო ტექნიკურ ინფრასტრუქტურას, რომელიც სასტუმროს შეუფერხებელ ოპერირებას უზრუნველყოფს. პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საინჟინრო სისტემების ინტეგრაციას.
Canopy by Hilton წარმოადგენს Hilton-ის კუთვნილ სასტუმრო ბრენდს, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით გამოირჩევა ინდივიდუალური კონცეფციებით, ადგილობრივი კულტურის ინტეგრაციითა და სტუმრისთვის პერსონალიზებული გამოცდილების შექმნით. ბრენდის ფილოსოფია ეფუძნება გარემოს ფორმირებას, სადაც დიზაინი, კომფორტი, ავთენტურობა და თანამედროვე სტუმარმასპინძლობა ერთიანდება.
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სტუმართმასპინძლობის ქსელის, Hilton-ის ბრენდის პროექტში ჩართულობა კიდევ ერთხელ ადასტურებს „ელემენტ ფით-აუთის“ შესაძლებლობას, წარმატებით მართოს მაღალი სირთულის სარემონტო პროექტები, სადაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო ბრენდის მოთხოვნების ზედმიწევნით დაცვასა და საინჟინრო გადაწყვეტილებების ხარისხიან ინტეგრაციას.
„ელემენტ ფით-აუთი“ Canopy by Hilton-ის პროექტს შპს „ძველი ქუჩის“ დაკვეთით ახორციელებს.