მენიუ
დაგვიკავშირდით
გამოგვყევით
ინსტაგრამი
გამოგვყევით
img

ჩვენ შესახებ

img

ჩვენ შესახებ

„ელემენტ ფით-აუთის“ საქმიანობას საფუძვლად უდევს ხარისხი, საერთაშორისო სტანდარტი და ხედვა.

იგი დამკვეთებს სთავაზობს სრულ მომსახურებას -  კონცეფციიდან შესრულებამდე: პროექტირება, ინტერიერის დიზაინი და უმაღლესი ხარისხის სარემონტო სამუშაოები.  კომპანიის მიერ შესრულებული პროექტები ხასიათდება გამორჩეული ესთეტიკითა და თანამედროვე ტექნოლოგიებით.

„ელემენტ ფიტ-აუთის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა საერთაშორისო ბრენდების გაიდლაინების შესწავლა და მათი პროექტებში იმპლემენტაციაა.  ეს კი გულისხმობს არა მხოლოდ ადგილობრივ რეგულაციებთან შესაბამისობას, არამედ  საერთაშორისო სტანდარტების დაცვას და საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებას.  შედეგად კომპანიის პორტფოლიო მოიცავს გლობალური ბრენდებისთვის განხორციელებულ არაერთ წარმატებულ პროექტს.

2025 წლიდან  „ელემენტ ფით-აუთი“ უზბეკეთშიც აქტიურად ოპერირებს, რაც კიდევ ერთი ნაბიჯია ბრენდის განვითარებისა და ხედვის რეალიზაციის გზაზე.

„ელემენტ ფით-აუთი“ „ელემენტ ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანიაა.

%
ხარისხი
+
პროექტები
img
img

კომპანიის დირექტორი

ზურაბ მჟავია სამშენებლო სექტორში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ტოპ მენეჯერია.

მან 2014-2018 წლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამოქალაქო მშენებლობის განხრით დაასრულა. მაგისტრის ხარისხი კი, ამავე სასწავლებელში, 2019-2020 წლებში, სამშენებლო მენეჯმენტის მიმართულებით დაიცვა.

ზურაბ მჟავიას პროფესიული გამოცდილება მოიცავს საერთაშორისო სასტუმროების, ოფისების და სხვადასხვა ტიპის კომერციული ობიექტების მშენებლობა-რემონტის პროცესების მართვა-განხორციელებას. წარმატებით აქვს დასრულებული არაერთი გლობალური ბრენდის პროექტი.

2025 წლიდან იგი „ელემენტ ფით-აუთის“ გენერალური დირექტორია. მისი ხელმძღვანელობით, ამავე წელს, კომპანიამ სერვისი საქართველოს ფარგლებს გარეთ გაიტანა და უზბეკეთში დაიწყო ოპერირება. ეს კი წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს „ელემენტ ფით-აუთის“ საერთაშორისო პოზიციონირებისა და გეგმების თვალსაზრისით.

ზურაბ მჟავია

ზურაბ მჟავია