კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსი (უნივერსიტეტი და სკოლა)
ბათუმში კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსის პროექტი რეგიონში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. ობიექტის სარემონტო სამუშაოებს ახორციელებს „ელემენტ ფით-აუთი“, ხოლო მშენებლობის ზედამხედველობასა და მართვას უზრუნველყოფს „ელემენტ ქონსთრაქშენი“.
სამუშაო ფართობი 15,500 კვ.მ-ს შეადგენს. შენობა აღიჭურვება თანამედროვე ინფრასტრუქტურით, მათ შორის ბიბლიოთეკით, ლაბორატორიებით, სპორტული მოედნებითა და საცურაო აუზით. პროექტი ასევე ითვალისწინებს სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობას. ბათუმის კამპუსში შესაძლებელი იქნება სწავლა საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე, ხოლო საგანმანათლებლო შესაძლებლობებს გააფართოებს ორი ახალი მიმართულება - კავკასიის საზღვაო სკოლა და კულინარიის აკადემია. უნივერსიტეტში ასევე იფუნქციონირებს ტრენინგ ცენტრი.
პროექტი მნიშვნელოვნად აძლიერებს რეგიონში განათლების ხელმისაწვდომობას, პროფესიული განვითარებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სასწავლო გარემოს შექმნას.