ვენდი’ს ჯორჯ ბალანჩინის ქუჩაზე

2022 წელს „ელემენტ ფით-აუთმა“ განახორციელა Wendy’s-ის ახალი ფორმატის რესტორნის პროექტი, რომელიც ამერიკული რესტორნების ქსელის 2023 წლის კონცეფციის ნაწილია და გამოირჩევა განახლებული არქიტექტურით, თანამედროვე დიზაინითა და ტექნოლოგიური გადაწყვეტებით.

პროექტის ფარგლებში შესრულდა სარემონტო და საინჟინრო სამუშაოები, ასევე განხორციელდა გარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. „ელემენტ ფით-აუთია“  პროექტირების ავტორიც, რამაც ობიექტის კონცეპტუალური და ტექნიკური ნაწილის სინქრონიზაცია უზრუნველყო.

რესტორანი მდებარეობს თბილისში, ჯორჯ ბალანჩინის ქუჩაზე და მოიცავს 2 000 კვ.მ. ფართობს.