ვენდი’ს კოსმონავტების სანაპიროზე

 ამერიკული ბრენდის Wendy’s-ისთვის განხორციელებული კიდევ ერთი ობიექტი, სადაც სარემონტო სამუშაოები „ელემენტ ფით-აუთმა“ განახორციელა თბილისში, კოსმონავტების სანაპიროზე მდებარეობს.

„ელემენტ ფით-აუთი“ და Wendy’s მრავალწლიანი წარმატებული პარტნიორობით გამოირჩევიან. მათ შორის, კომპანიამ განახორციელა Wendy’s-ის განახლებული გლობალური კონცეფციის პირველი რესტორნის პროექტირება და სარემონტო სამუშაოები.

კოსმონავტების სანაპიროზე მდებარე ობიექტი დასრულდა შემჭიდროვებულ ვადებში, საერთაშორისო ბრენდის სტანდარტებისა და ტექნიკური სპეციფიკაციების სრული დაცვით. პროექტის საერთო ფართობი 1,500 კვ.მ-ს შეადგენს და იგი 2025 წელს განხორციელდა.