ტერმინალ თაუერსი
„ტერმინალ თაუერსი“ რეგიონში ყველაზე დიდი საერთო სამუშაო სივრცეა, რომლის სრული სარემონტო სამუშაოები „ელემენტ ფით-აუთმა“ განახორციელა.
პროექტის ფარგლებში მოეწყო საკონფერენციო დარბაზები, შეხვედრების ოთახები, ოფისები, კაფე-ბარი, სარელაქსაციო ზონა და სხვადასხვა ფუნქციური სივრცე. პროექტი გამორჩეულია პრემიუმ სეგმენტისთვის დამახასიათებელი გადაწყვეტილებებით, რაც დიზაინის მხრივ ახალი პროდუქტების შექმნასაც მოიცავდა. ინტერიერის თითოეული დეტალი პასუხობს უახლოესს ტენდენციებს. ობიექტი გამორჩეულია რემონტის პროცესში გამოყენებული მასალების თვალსაზრისითაც. მათ შორისაა, ტერაცოს იატაკი, რომელიც ინტერიერის ერთ-ერთ გამორჩეულ ვიზუალურ ელემენტად გვევლინება. შეხვედრებისთვის განკუთვნილ სცენა-ოთახში გამოყენებულია ექსკლუზიური Rustik-ის იატაკი, რაც სივრცეს დამატებით ინდივიდუალობას ანიჭებს.
ობიექტი გათვლილია 500 მომხმარებელზე, რაც მასშტაბით რეგიონში უპრეცედენტო მაჩვენებელია და ქმნის თანამედროვე საერთო სამუშაო სივრცის ახალ სტანდარტს.
პროექტის ინტერიერის დიზაინერია ევგენია გორდინსკაია.