ტერმინალი საბურთალო
„ელემენტ ფით-აუთმა“, 2020 წელს, საერთო სამუშაო სივრცის „ტერმინალის“ საბურთალოს ფილიალის სარემონტო სამუშაოები განახორციელა. პროექტის საერთო ფართობი 1,700 კვ.მ-ს შეადგენს.
ობიექტი მომხმარებლებს სთავაზობს დაახლოებით 200 ფიქსირებულ სამუშაო ადგილს, 13 ინდივიდუალურ ოფისს და სრულად აღჭურვილ საკონფერენციო სივრცეებს. ფილიალი ასევე უზრუნველყოფილია კაფე-ბარებითა და კომფორტული მოსასვენებელი ზონებით, რაც თანამედროვე და მოქნილ სამუშაო გარემოს ქმნის.