მაკდონალდსი საბურთალო

საბურთალოზე მდებარე McDonald’s-ის პროექტი ერთ-ერთი ყველაზე რთული და ტექნიკურად კომპლექსური ამოცანა იყო, რომელიც „ელემენტ ფით-აუთმა“ წარმატებით განახორციელა. სამუშაოები შესრულდა  კვების მოქმედ ობიექტზე, რესტორნის ოპერირების შეწყვეტის გარეშე, რაც სარემონტო სამუშაოების განსაკუთრებულ სიზუსტესა და კოორდინაციას საჭიროებდა.

მოქმედ სივრცეში მუშაობამ კომპანიას შესაძლებლობა მისცა კიდევ ერთხელ დაედასტურებინა უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების დაცვა - როგორც საკუთარი თანამშრომლებისთვის, ისე სტუმრებისა და ოპერაციულ პროცესში ჩართული ყველა მხარისთვის.