ბუკნარი
„ელემენტ ფით-აუთმა“ შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე კომპლექსის „ბუკნარის“ სარემონტო სამუშაოები შეასრულა.
10-სართულიან კომპლექსში წარმოდგენილია 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო და პრემიუმ კლასის აპარტამენტები. ინფრასტრუქტურა მოიცავს რესტორანს, სპორტულ მოედანსა და დახურულ აუზს, რაც სივრცეს სრულფასოვან, მრავალფუნქციურ დასასვენებელ და საცხოვრებელ გარემოდ აქცევს.
ობიექტი მდებარეობს ბუკნარში - უნიკალურ ლოკაციაზე, ზღვასა და მთას შორის, ბათუმიდან 15 წუთის სავალზე. რეგიონისთვის დამახასიათებელი სუბტროპიკული კლიმატი და სანაპირო ზონის სპეციფიკა პროექტის განხორციელებისას განსაკუთრებულ ტექნიკურ მიდგომებსა და სამშენებლო მასალების სწორ შერჩევას მოითხოვდა. გამოწვევის შესაბამისად, „ელემენტ ფით-აუთმა“ უზრუნველყო თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების ინტეგრაცია და შეარჩია მდგრადი პროდუქტები რთული კლიმატური პირობებისთვის.
შედეგად „ბუკნარი“ წარმოადგენს ესთეტიკის, ხარისხისა და ფუნქციონალურობის ახალ სტანდარტს შავი ზღვის სანაპიროზე.