„ელემენტ ფით-აუთი“ უზრუნველყოფს პროექტირების სრულ ციკლს - იდეიდან რეალიზებამდე. შედეგად იქმნება ფუნქციური, ესთეტიკურად გამართული და ტექნიკურად სრულყოფილი სივრცეები, რომლებიც სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან და დამკვეთის ოპერაციულ საჭიროებებთან.
პროექტირების პროცესი მოიცავს არქიტექტურული და ინტერიერის კონცეფციის შექმნას, სივრცის ფუნქციურ დაგეგმარებასა და ზონირებას, სამუშაო ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებას, საინჟინრო სისტემების ინტეგრაციის დაგეგმვას, ასევე მასალებისა და ტექნიკური გადაწყვეტების შერჩევას, ხარჯთეფექტურობისა და ოპტიმიზაციის უზრუნველყოფით.
კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს კონცეპტუალური ხედვისა და ტექნიკური გადაწყვეტების ჰარმონიულ სინქრონიზაციას. სწორედ ეს მიდგომა უზრუნველყოფს სამშენებლო პროცესის ეფექტურ მართვას, ვადების დაცვას და რესურსების გონივრულ გამოყენებას, საბოლოოდ კი - ხარისხიან და გრძელვადიან შედეგს.